"ნაცმოძრაობისთვის" და ე.წ. "ევროპული საქართველოსთვის" დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული - მდინარაძე


     პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" შეთანხმების პირობებიდან გავიდა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დღეს საპროტესტო აქციას გაუწია ორგანიზება. 

     მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ისტორიულ დღეს უწოდებს.

     "დღეს არის ისტორიული დღე. "ნაცმოძრაობისთვის" და ე.წ. "ევროპული საქართველოსთვის" დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა.

     ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით, თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

     პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ქვეყანაში საკონტიტუციო ცვლილებები მიღებულია.საკონსტიტუციო ცვლილებებს 117-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო - 3 წინააღმდეგი იყო. დღევანდელ სხდომას 120 დეპუტატი ესწრებოდა. 

     ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно