შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ჩაის მიმართულება დაემატა


     მინისტრთა კაბინეტმა სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ერთ-ერთი ცვლილება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ჩაის მიმართულება დაემატა. მისი თქმით, ჩაი საქართველოს რამდენიმე რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურაა.

     „ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით. რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთებს პროცენტის, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ", - განმარტა მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно