წითელი ლობიოს მომზადების წესი, რა დროსაც ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს


საჭირო ინგრედიეტები:

0,5კგ წითელი მარცვალი ლობიო (სურვილისამებრ შეგვიძლია გამოვიყენოთ თეთრი ან სხვა ნებისმიერი)
2 თავი ხახვი,
ქინძი, შაშხულავი, რეჰანი, ხმელი ქონდარი,
2ც პომიდორი,
2ც წითელი ტკბილი წიწაკა, 
მარილი, პილპილი, ზეთი,ან კარაქი სურცილისამებრ.

      გარჩევის შემდეგ ლობიო კარგად გავრეცხოთ, წამოვადუღოთ და პირველი ნახარში გადავღვაროთ. ხარშვისას ვამატებთ ხმელ ქონდარს, როდესაც მოიხარშება ჩავამატებთ დაჭრილ ხახვს, კარგად ჩავხარშავთ, და ოდნავ ჩავზელთ,შემდეგ ვამატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს ცხიმის გარდა,რადგან ამ წესით მომზადებულ ლობიოს შენარჩუნებული აქვს ყველა ვიტამინი, ცხიმს ვამატებთ უშუალოდ მირთმევის წინ. გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно