საოჯახო პიცა, რომელიც ძალიან გემრიელია


საჭირო ინგრედიენტები:
500გრ-ფქვილი,
1ს/კ-საფუარი,
200გრ-თბილი წყალი,
1ჩ/კ მცენარეული ცხიმი,
ძეხვი,ან შაშხი სურვილისამებრ (ან სოკო მარხვაში), კეტჩუპი, მაიონეზი, გახეხილი ყველი, დაჭრილი წითელი ტკბილი წიწაკა, ხმელი ორეგანო.

     თბილ წყალში გავხსნით საფუარს შაქართან ერთად (მწიკვი შაქარი ეხმარება საფუარს), ფქვილს მოვათავსებთ შესაბამის ჭურჭელში, გავუკეთებთ ჩაღრმავებას და ჩავასხავთ უკვე გახსნილ საფუარს, ამ დროს დავამატებთ ცხიმს. მოვზილავთ რბილ ცომს. მოვათავსებთ თბილ ადგილას 1 საათი, მთავარია ორპირში არ იყოს. შეგვიძლია გამორთულ ჰაერღუმელში შევდგათ. ცომს მჭიდროდ უნდა ჰქონდეს გადაფარებული კულინარიული ცელოფანი, ან უბრალოდ სუფთა ერთჯერადი ცელოფანი, რომ ცომის ზედაპირი არ გაუხეშდეს.

      ცომი ამოვაგუნდავოთ, გავყოთ ორად, ისევ გადავაფაროთ, სანამ ინგრედიენტებს დავჭრით. შემდეგ თუნუქის ფურცელს მოვაპკუროთ ზეთი, ზედვე გავაბრტყელოთ ცომი, წავუსვათ 1 ს/კ მაიონეზი შერეული 1ს/კ კეტჩუპთან ერთად. გადავანაწილოთ ძეხვი (შაშხი ან სოკო), გახეხილი ყველი, წითელი წიწაკა. მოვაყაროთ ხმელი ორეგანო.შევდგათ ღუმელში 200გრ 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно