,,რუსთავი 2" –ზე თვდასხმის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს


     ,,რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილი საკუთარ სახლებში დააპატიმრეს.

     მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს.

     მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/100646