,,ქართული მარშის" ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვეს


      ,,ქართული მარშის" ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

     მოსამართლის განცხადებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს შექმნიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი.

     შეგეხსენებთ რომ „ქართული მარშის" შვიდ დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა..


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно