,,იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს"- კალაძე


     იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ მოაწყობს, გადატრიალდნენ საკუთარ ოჯახში და საწოლებში - ეს განცხადება, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გააკეთა. 

     კახა კალაძე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ, საპროტესტო აქციების აქციების დაანონსებას გამოეხმაურა.  

     „სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის, ჩვენ  მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება საუბრობდნენ დამხობაზე,

    ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა,"- ამბობს კალაძე.

განცხადება აქციების დაწყებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გააკეთა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно