დარგობრივმა კომიტეტმა განბაჟებაზე ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა


     საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს" ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ.

     ინიციატივას მხარი დაუჭირეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა – ნინო წილოსანმა და რევაზ არველაძემ.

     კანონპროექტის ინიციატორი გიორგი კანდელაკია. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის პოზიციაც, რომლის მიხედვით ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს.

     „ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.

     „ევროპული საქართველოს" ინიციატივა პარლამენტმა შარშანაც განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно