2020 წლამდე 44 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება - დიმიტრი ქუმსიშვილი


     ,,ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება. გეგმის ფარგლებში ჯამურად უკვე განხორციელებულია 4,1 მილიარდი ევროს ინვესტიცია, თუმცა 2020 წლამდე იგეგმება 44 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვა"– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

     ქუმსიშვილის განცხადებით, გეგმის მთავარი მიზანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნაა.

     ,,ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომლის მიზანია აფრიკისა და ევროკავშირის სამეზობლო რეგიონის პარტნიორ ქვეყნებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. აღნიშნული თანხის ინვესტიციები სწორედ ამ ქვეყნებზე ვრცელდება. გეგმის მთავარი მიზანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადი განვითარების წახალისება და არალეგალური მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно