Lonely Planet-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა


     მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. გავლენიანი  გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ. Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.

     კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს. „-წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

     Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია.

     „საქართველომ საერთაშორისო არეალზე უმაღლესი აღიარება და შეფასება მოიპოვა, როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო პანდემიის პერიოდში. ეს გამოიხატება ისეთი გავლენიანი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის: Lonely Planet, Washington Post, CNN, Forbes, Conde Nast Travel და ა.შ.

     ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება, იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ფრთხილად და ეტაპობრივად მოხდება. ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პუბლიკაციები ჩვენს ქვეყანას კარგ პოზიციონირებას გაუწევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო არეალზე, როდესაც ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. პოსტკოვიდურ პერიოდში სამოგზაურო მიმართულებების არჩევისას ტურისტისთვის უსაფრთხო გარემო და ვირუსისგან თავისუფალი ზონა ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება."- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно