რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით ნატო 30 ათას კაციან რეზერვს ქმნის


     რუსეთის აგრესიის შეკავების მიზნით ნატო 30 ათას კაციან რეზერვს ქმნის. ინფორმაციას გერმანული მედია ალიანსის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

     "დი ველტის" ცნობით, სპეციალური ოპერატიული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა რუსეთის თავდასხმაზე სწრაფი რეაგირება იქნება. ამისთვის სარეზერვო ბატალიონის განკარგულებაში რამდენიმე ასეული მოიერიშე, ბომბდამშენი და საბრძოლო გემი გადაეცემა. ახალი დანაყოფი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შევა, რომელიც ამ ეტაპზე 20 ათას ჯარისკაცს ითვლის.

     გამოცემის ცნობით, რეზერვის შექმნის ინიციატივა ვაშინგტონს ეკუთვნის, თუმცა მის იმპლემენტაციაზე წამყვანი როლი გერმანიას დაეკისრება. სამხედრო რეზერვის შექმნის შესახებ ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში 7 ივნისის სამიტზე იმსჯელებენ. დეტალების შეთანხმების შემდეგ ლიდერები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/105756