,,ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება"– ნინო მიქიაშვილი


     ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
     ,,ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრება, "რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის" გამო. სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყეს გამოძიება და რისთვის იცით?! - მიმდინარე წლის მარტის ბოლოს იაღოველებმა 80 წლის დედაჩემს ბუკლეტები რომ მიაჩეჩეს ხელში და რომ მივაბრძანე, იმისთვის. პოლიციაში იმავე დღეს ვიყავი, გამომკითხეს. ახლა დამკითხავენ! 7 ივნისს 17-დან 18 საათამდე გამოვცხადდები დაკითხვაზე, "სანზონაში", გურამიშვილის 17ა-ში, "დომბიტასთან" არსებულ პოლიციის შუშებიან შენობაში. რაც გამომძიებელს ვუთხარი, იგივეს გავიმეორებ - ქვეყანა თავზე გვემხობა და პოლიციას და პროკურატურას მეტი საქმე არ აქვს?!–წერს ნინო მიქიაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно