გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ს მთავრობას უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის - ეს განცხადება პრემიერმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს ზოგადი განათლების პროექტზე, რომლის ფარგლებში საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა ხორციელდება, ასევე - 20 ათასი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ პროგრამაზე.

     სხდომაზე ყურადღება გამახვილდა პროექტზე - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლისთვისაც გამოყოფილია 16 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რათა საქართველოში განვითარდეს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეეწყოს დასაქმებას.

     სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.

     აღნიშნული პროექტები, რომლებსაც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно