„ჩაატაროს ეს გამოძიება არა მოლაშვილის მწამებელმა ბოკერიამ, არამედ ობიექტურმა ხალხმა" - "პატრიოტთა ალიანსი" საგამოძიებო კომისიას ემიჯნება


     ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმე კიდევ ერთხელ გახდა საპარლამენტო სესიაზე დეპუტატებს შორის განხილვის საგანი.

     პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნამ დაადასტურა ის, რომ მმართველმა გუნდმა გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

    „აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მმართველი გუნდი გრძნობს ანგარიშვალდებულად თავს საკუთარი საზოგადოების  წინაშე და ფაქტიურად უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი აი ამის კვალობაზე,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

     ოპოზიციამ კი მმართველი გუნდი შოუების მოწყობაში დაადანაშაულა. „ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით ფაქტი ერთია, რომ შვილმოკლულმა მამამ ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხები.

     „უსამართლობის გამო, ისევ პოლიციის თავგასულობის გამო, ისევ პროკურატურის თავგასულობის გამო დაღუპულის მამა ვერ პოულობს სამართალს და როგორ მოხდა ეს ამაზე კი არ ვკონცენტრირდებით, იდგმება რაღაც შოუ დაწერილი წარმოდგენებით, რომ ვითომ უკან გადავისროლოთ წარსულში ისრები,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

     ხელისუფლება აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში გააკრიტიკა სალომე სამადაშვილმაც. ენმ-ს წევრის თქმით მმართველი გუნდი ცდილობს არეულობის აჩრდილი თავად შექმნას.

     „თავად უკეთებთ დემონიზირებას ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს იმიტომ, რომ გგონიათ რომ ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაში,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

     „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა  კი სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უნდობლობა გამოუცხადა  საგამოძიებო კომისიას. მისი თქმით ეს გამოძიება ობიექტურმა პირებმა უნდა ჩაატარონ.

     „ჩაატაროს ეს გამოძიება არა სულხან მოლაშვილის მწამებელმა ბოკერიამ, არამედ ობიექტურმა ხალხმა. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას  ბოკერიას გამო,"-განაცხადა ემზარ კვიციანმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106610