,,მაჩალიკაშვილების მხრიდან ძალიან უცნაურ ხუმრობებთან გვაქვს საქმე"– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე მაჩალიკაშვილების ადვოკატების განცხადებას ,,ფეისბუქზე" ეხმაურება:
 
      ,,მაჩალიკაშვილის საქმეზე ყველაფერი ცხადი გახდა. სატელეფონო ზარებზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მეტროში აფეთქებას გეგმავდა. იმის საუბარი, რომ ეს ხუმრობა იყო ცინიკურია. რამდენიმე ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმაც განაცხადა რომ ის თავის მეგობრებთან სუსის შენობაში ასევე აფეთქებას გეგმავდა. ძალიან უცნაურ ხუმრობებთან გვაქვს საქმე მაჩალიკაშვილების მხრიდან"-წერს მჟავანაძე.
 
      მაჩალიკაშვილების ადვოკატმა, მარიამ კუბლაშილმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ხუმრომა იყო, რომელსაც შეყვარებულ გოგონას უგზავნიდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно