საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარადგინა


     საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო "ევროპული საქართველოს" წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

      პროცედურის თანახმად, შალვა თადუმაძის კანდიდატურა ჯერ მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პარლამენტმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно