კახიშვილი საზოგადოებაში სიყვარულით, რომ არ სარგებლობდეს, მისთვის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობასაც არ გაიმეტებდნენ"– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კახა კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნას ,,ფეისბუქზე" ეხმიანება. 
 
     ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, რომ არა კახიშვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა და სიყვარული, მას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელადაც არ დანიშნავნენ.

     ,,კახი კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის მიღმა დატოვეს. წულუკიანმა კი რომელმაც პროკურატურა და სასამართლო ნაცებით აავსო და დააწინაურა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა. მთავრობის მოქმედებებში კარგა ხანია ლოგიკა არ არის.

      კახა კახიშვილი საზოგადოების მაღალი ნდობით და სიყვარულით რომ არ სარგებლობდეს, მისთვის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობასაც არ გაიმეტებდნენ.
 
     მთელ ხელისუფლებაზე ათჯერ მეტი რეიტინგი აქვს კახი კახიშვილს და მინისტრთა კაბინეტის მიღმა დატოვეს"–წერს მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно