,,ნუთუ არ იციან ბეჟუაშვილებმა ცივილიზებულ სამყაროში, რას ნიშნავს ღირსეული ადამიანური კომპენსაცია?" -ზურაბიშვილი


     პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

     ,,ბოლოს და ბოლოს მოთმინებასსც ზღვარი აქვს და უნამუსობაც. ეს კომპანია რომელიც ფლობს უზარმაზარ აქტივებს-ტყიბულის ყველა შახტებს, ენერგო სექტორში, ბუნებრივი აირებს, .... და მარშალის კუნძულებზე არის დარეგისტრირებული ... ეს კომპანია რომელიც არა ერთ მძიმე უსაფრთხოების წესების დარღვევაში არის შემჩნეული ... ეს კომპანია თავის პასუხიგებლობას ამაზე მეტად არ გრძნობს !!! ნუთუ არ იციან ბეჟუაშვილებმა ცივილიზებულ სამყაროში ( მათ რუსეთში მიღებულ გამოცდილებაზე ცხადია არ ვსაუბრობ) რას ნიშნავს ღირსეული ადამიანური კომპენსაცია ოჯახისთვის, რომელიც მოიცავს ცოლის და შვილებისთვის მუდმივ პენსიას, ბავშების სწავლის და დაზღვევების უზრუნველყოფას ... ეს როგორც მინიმუმი ... ამის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სამძიმარს აზრი ჰქონდეს და ამ ოჯახს სამძიმარის მორალური უფლება!"–აღნისნავს სალომე ზურაბიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно