,,მარიხუანას მოყვარულებს სერიოზული ბარიერი უნდა შეექმნას მუშაობის დაწყებისას"– ოთარ ჩრდილელი


       პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების," წევრი ოთარ ჩრდილელი, შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
      ,,იმედია, შექსპირი არ გამინაწყენდება-პერიფრაზისთვის: ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდე მოსწევთ, მათქმევინეთ ეს ორი სიტყვა! 
 
     როგორც საკონსტიტუციოს განაჩენიდან გაირკვა: სევასტი, ბუდუ თუ ოთარი-კრიმინალი არ არის, ისევ საკონსტიტუციოს განაჩენს თუ დავეყრდნობით და გავაბოლებთ მარიხუანას, მანდ უკვე წესით სამომავლოდ პრობლემებს წავაწყდებით...სავარაუდოდ!
 
     უნდა თუ არა ვინმეს, სახელმწიფოს თავის კანონები აქვს და ასე ,,На ура,,-ზე ვერ ვიქნებით!
 
     ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: მარიხუანას მოყვარულებს სერიოზული ბარიერი უნდა შეექმნას მუშაობის დაწყებისას-საჯარო სამსახურში, ძალოვან სტრუქტურაში,სამედიცინო თუ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის, მართვის მოწმობის აღებისას, იარაღის შეძენისას და ა.შ. 

     უმკაცრესი რეგლამენტაცია უნდა მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ არასრულწლოვნებში-მარიხუანას მოხმარება!
 
     პარალელურად: კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს არასრულწლოვანისთვის მარიხუანას მოწევის ხელშეწყობა, რადგან კვლევებითაა დაზუსტებული, რომ ადრეულ ასაკში მარიხუანას მოხმარება 7-8ჯერ ზრდის გონებრივი განვითარების შეფერხების თუ ფსიქოზური მოვლენების რისკს!

     ასე, რომ მეგობრებო ვიდრე ,,დობრი ტარიანს,, შევაკეთებთ-სჯობს კარგად დავფიქრდეთ,"– წერს ოთარ ჩრდილელი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно