,,დარწმუნებული ვარ, მათი თავგანწირვა მომავალ თაობას აუცილებლად მოუტანს შედეგს"– პრემიერი რომელაშვილების ოჯახს ესტუმრა


       პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, ძმებ გიორგი და გელა რომელაშვილების ოჯახს ესტუმრა.
 
     ,,დღეს, გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, ძმებ გიორგი და გელა რომელაშვილების ოჯახს ვესტუმრეთ. ქალბატონმა ნანულიმ და ბატონმა მურაზმა საქართველოს აღუზარდეს გმირი შვილები.
 
 
    როგორც ნანი და მარიამი, ჩვენი გმირების შვილები, ამაყობენ მამების გმირული თავდადებით, ასევე ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. 
 
 
     სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და, დარწმუნებული ვარ, მათი თავგანწირვა მომავალ თაობას აუცილებლად მოუტანს შედეგს, რომ ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში,"- განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно