,, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზრდება" - ალიევი


     ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, 2017 წელს გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 191 იყო, მიმდინარე წლის 6 თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1400 შეადგინა, წლის ბოლომდე ოთხი ათას კონტეინერამდე გაიზრდება.

     „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენ 2017 წლის ოქტომბერში გავხსენით. ეს პროექტი აზიისა და ევროპის რკინიგზებს ერთმანეთთან აკავშირებს", – განაცხადა ალიევმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/lllilham-alievi-baqo-tbilisi-yarsis-rkinigzit-tvirtebis-gadazidva-mnishvnelovnad-gaizrdeba/