,,ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს"– ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას, ვინც პასუხისმგებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

     „მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი, ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში.

     ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად, მიიღოს ნაკადი. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно