,,ვისაც ქართველთა მოსპობა და მართლმადიდებლობის გათელვა სურს, დაიმსხვრევა!"- მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტაძარი უფრო მეტია თუ მეფის სასახლე?

     ჰოდა, როცა მართლმადიდებელ ეკლესიაზე ენას წაიგდებთ, ისიც არ დაგავიწყდეთ, ვინ და რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო!

     დიახ, ეკლესიამ და რწმენამ მოგვიყვანა დღემდე და ახლაც და მომავალშიც მართლმადიდებლობა გვიცავს და დაგვიცავს და არა ხელისუფლებები, რომელთა პოლიტიკური ფლუგერობით ხშირად ვზარალდებით!
 
     ეს გაითვალისწინოს ყველა მანქურთმა!

     ევროპის სახელმწიფოები უკვე მიხვდნენ, რა საფრთხეა გაუაზრებელი ტოლერანტობა და გადაჭარბებული ლიბერალიზმი! ჩვენ ამის მიხვედრა არ გვჭირდება, - გენეტიკური მეხსიერების დონეზე გვაქვს! ყველა, ვისაც ქართველთა მოსპობა და მართლმადიდებლობის გათელვა სურს, დაიმსხვრევა!

     დრო ვერაფერს დააკლებს რწმენას, რომელიც ჯავშანივით გვიცავს! ამ შემოსეულ მუმლსაც ჩამოვიფერთხავთ!"– წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно