გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა


     საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. 

     როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. 

     მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. 

     ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ. 

     შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილს 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა; შემდეგ, მცირე პერიოდის განმავლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი; 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის ივნისამდე კი, საქართველოს მთავრობას მეთაურობდა. პრემიერის პოსტი კვირიკაშილმა საკუთარი სურვილით დატოვა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://www.bm.ge/ka/article/giorgi-kvirikashvili-ebrd-is-saertashoriso-mrcheveli-gaxda--/24889/