,,ვთავაზობ სცენარისტებს ნავიჩოკით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში"– ქანთარია


       ,,ვთავაზობ სცენარისტებს ნავიჩოკით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში,"– ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
 
      ქანთარია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.
 
     ,,როგორც ველოდებოდით, სერიალში, რომელსაც „რუსთავი2" წარმოგვიდგენს, გამოჩნდა სამართლიანობისათვის მებრძოლი, ტანჯული, ხალხზე მზრუნველი გმირი და გარკვეულად შეიკრა წრე, სულთამხუთავ ბოროტმოქმედთან მებრძოლთა წრე, ეს არის სააკაშვილი, ოქუაშვილი, ,,რუსთავი 2" ,,ნაციონალური მოძრაობა" და მე ვთავაზობ სცენარისტებს უფასოდ, რომ ამის შემდეგ ნავიჩოკით ან გაურკვევლი ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში, მოთავსებული იყოს საავადმყოფოში კომაში და 27 ოქტომბერს აღდგეს და გვამცვნონ, რომ მოდის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს გაყალბების წინააღმდეგ.  ეს არის მთელი ამისი ავან-ჩავანი,"-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

    ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში ჰყვება რომ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ირაკლი ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არა ერთი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.

     ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ ”სამართლიანობის აღდგენის” ნაცვლად ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно