პეტრო პოროშენკო უკრაინელებს მოუწოდებს, ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ილოცონ


     უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ილოცონ. პეტრო პოროშენკოს ინიციატივით, მოქალაქეები ხვალ დილით კიევში, სოფიას მოედანზე, შეიკრიბებიან.

     უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სინოდმა ორი დღის წინ დაიწყო, რასაც მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

     ვლადიმერ პუტინმა საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიის პოზიციის განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია.

      რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატრიარქ ბართლომეს გადაწყვეტილებები ფრანგულ მედიასთან შეაფასა. სერგეი ლავროვი კონსტანტინოპოლის ქმედებებში შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ პროვოკაციას ხედავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/115995