ქვეყანაში რუსი ჯაშუშების მოქმედება გააქტიურდა- შვეიცარიის დაზვერვის ხელმძღვანელი


     შვეიცარიაში რუსი ჯაშუშების მოქმედება გააქტიურდა – ამის შესახებ შვეიცარიის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჟან-ფილიპ გოდინმა განაცხადა.

     ჟან-ფილიპ გოდინის თქმით, რუსი აგენტების მხრიდან ორ ობიექტზე შეღწევის მცდელობა შვეიცარიისთვის წითელი ხაზია, რასაც ქვეყანა არ შეეგუება.

     გოდინმა აღნიშნა, რომ შვეიცარია რუსი აგენტების სამიზნე ქვეყანაში განთავსებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამო გახდა. ორმა რუსმა აგენტმა ლაბორატორიაში შეღწევა სცადა, რომელსაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იყენებდა. ლაბორატორიაში იმ ქიმიური ნივთიერების შესწავლა მიმდინარეობდა, რომლითაც ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს.

     ​შვეიცარიელი პროკურორები ასევე იძიებენ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის ფაქტს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/shveicariis-sadazvervo-saagentos-khelmdzghvaneli-qveyanashi-rusi-jashushebis-moqmedeba-gaaqtiurda/