პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ


      პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ, ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა.

      ირაკლი კობახიძემ და გიორგი გახარიამ საპატრიარქოში პატრიარქი მოინახულეს და კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

      როგორც შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ იურიდიულად კანონპროექტი სრულად იყო გამართული, მთავრობა სრულად ითვალისწინებს ეკლესიისა და საზოგადოების აზრს, რის გამოც კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.
 
     კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно