,,მე და ჩემს შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან"– ზურაბიშვილი


     საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მასა და მის შვილებს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
 
    ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
 
     „ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

     მისი თქმით, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.

     „მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის მეთაურებთან.
скачать dle 11.0фильмы бесплатно