,,ახლა არის ბრძოლის უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო" - სააკაშვილი


     ,,ახლა არის ბრძოლის უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
 
 
     მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმის დასახვის მიზნით ფილარმონიაში მისვლისკენ მოუწოდა.
 
     „18:00 საათზე, თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში. მე მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, ასე, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არა მხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. 18:00 საათზე ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით სკაიპით, ჯერჯერობით, და ზუსტად გავწეროთ ყველამ ერთად, მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно