,,დესტაბილიზაციის მცდელობას გაეცემა შესაბამისი პასუხი, მათ ამის რესურსი არ აქვთ"– კობახიძე


     ,,შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა, ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში," ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა. 

     მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ მოახერხებს, რადგან მათ ამის რესურსი არ აქვს.

     „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა აუცილებლად დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არა აქვთ, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენს პროცესებში რაიმე დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არა აქვთ. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში," - განცხადა კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно