,,ხშირად ჩანს ტელევიზიით სააკაშვილი, მაგრამ აქამდე ჭკვიანური არაფერი უთქვამს"– ვოლსკი


    კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის მოთხოვნაზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არსად ჩანს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია ჩამოყალიბებულია.

     „გამოჩენა არგამოჩენასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც საქართველოსთვის სასარგებლო. გამოჩენის თემას თუ წინ წამოვწევთ შემიძლია გიპასუხოთ, რომ საკმაოდ ვრცელი იყო ამ საქმეებზე როგორც კომენტარები, ასევე განხილვის პროცესი და ბიძინა ივანიშვილიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно