„ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებდა, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, დღეს კი გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია"– კალაძე


     „ნაციონალური მოძრაობა" როდესაც ხელისუფლებაში იყო, აჩვენებდა, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, დღეს კი გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

    „ლევან ხაბეიშვილი რომ რეპრესიებზე დასვამს კითხვას, ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყო ოპოზიცია. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო, გვაჩვენებდნენ, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. დღეს გვაჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რაჭაში მომხდართან პოლიტიკა არაფერ შუაშია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ორ ადამიანს შორის დაპირისპირება. მოხდა სამწუხარო ფაქტი. ერთი არის დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაშია. ცხადია, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს",", – განაცხადა კახა კალაძემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно