,,ჯგუფი, რომელიც ,,სასამართლოს მურუსიზაციას" კურირებს ცდილობს ივანიშვილი გახადოს ამ პროცესის თანამონაწილე"– ხუხაშვილი


      პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადო გამწესებას ეხმაურება. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფი ცდოლობს ბიძინა ივანიშვილი ,,სასამართლოს მურუსიზაციის" თანამონაწილე გახადოს. 
 
     ,,ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს მურუსიზაციას კურირებს, ახლა ცდილობს ივანიშვილი გახადოს ამ პროცესის თანამონაწილე, ანუ პასუხისმგებელი და ამით გაიმყაროს ქართულ ოცნებაში საკუთარი დომინანტური მდგომარეობა. ბიძინა ან ჩაყვება ამ თამაშს, ან დისტანცირდება პროცესისგან და მისცემს ბუნებრივი განვითარების საშუალებას, რაც პოლიტიკური თინეიჯერების სრული კრახით დასრულდება. ეს არის მისი დილემა, ორი რადიკალურად განსხვავებული განვითარებით"– აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно