,,გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა"– კალაძე


     დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს რეალურად რა მოხდა.
 
     „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. საავადმყოფოში გადმოყვანილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ხვალამდე უნდა იყვნენ ექიმების დაკვირვების ქვეშ და გააგრძელებენ მკურნალობას.

    პასუხისმგებლობას რაც შეეხება, გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთნ გვაქვს საქმე", – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно