,,დაიწყო მუშაობა, რომ მოვაშოროთ საქართველოს ეს ე.წ. ხელისუფლება"- ვაშაძე


     გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდტმა ქვეყნის განვითარების საქმეში მოქალაქეების  ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

     „დამთავრდა საახალწლო ზეიმი და დაიწყო შრომა, დაიწყო ისევ მუშაობა იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე და მოვაშოროთ საქართველოს ეს ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო და ერი მიჰყავს დაღუპვის გზით. მინდა, ვთქვა, რომ ასეთი სასარგებლო, ასეთი ინფორმატიული, ასეთი საინტერესო პირადად ჩემთვის შეხვედრა, როგორც დღეს მქონდა ქუთაისელ ახალგაზრდებთან დიდი ხანია, არ მქონია. უაღრესად საინტერესო იდეები, უაღრესად საინტერესო ადამიანები, რომლებიც 100%-იან გარანტიას იძლევიან, რომ ჩვენი ქვეყანა ადრე თუ გვიან ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნდება," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно