,,ნოიეს დოიჩლანდი" ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს"- საგარეო უწყება მედოევის ინტერვიუს ეხმიანება


     გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდში" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის დიმიტრი მედოევის ინტერვიუსთან დაკავშირებით - საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

    უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ინტერვიუზე საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა გამოცემასთან და მას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით.

     საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დევიდ ნოაკი (David X. Noack) აქვეყნებს ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია - „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების"  წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

     „რაც შეეხება თავად გამოცემას, „ნოიეს დოიჩლანდი" (Neues Deutschland) ის გახლავთ დაბალტირაჟიანი მედიასაშუალება. გაზეთის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით. მათში, ძირითადად, გაჟღერებულია ისეთი მოსაზრებანი, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ,"- აცხადებენ საგარეო უწყებაში.  

     განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუს დროს გააკეთა, სადაც დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს: თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას, კიდევ ერთხელ, როგორც "აღმოსავლეთ ოსეთი" ისე მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება."
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно