,,როგორ გაჩნდა ფრანგულ ვებ გვერდზე ის განცხადება? ასეთი რამის ფალსიფიცირება წარმოუდგენელია"– ფოფხაძე


     საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ეროვნული მუზეუმის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელი ქართული საგანძურის ფრანგულ ინტერნეტ აუქციონზე გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
 
     ,,აჰაა ესეც ეროვნული მუზეუმის განცხადება, გუშინ გავრცელებული განცხადება ქართული საგანძურის ფრანგულ ინტერნეტ აუქციონზე გაყიდვის შესახებ არის სიცრუე, კარგი ბატონო და მშვენიერი და ამასთანავე ახლა მართლა ძლიან და დიდის ინტერესით მაინტერესებს, როგორ გაჩნდა ფრანგულ ვებ გვერდზე ის განცხადება? რადგან, ასეთი რამის ფალსიფიცირება წარმოუდგენელია ქართველმა მოახერხოს, იმიტომ რომ, 1. განცხადება დაწერილია ფრანის მიერ და ფრანგულად ორთოგრაფიული შეცდომების გარეშე. 2. მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი ნამდვილად ფრანგული მობილური ოპოერატორის სიმ ბარათია 3. მისამართზე რომელიც ამ განცხადებაშია მითითებული ნამდვილად ასებობს და ფუნქციონირებს პარიზში ცნობილი ანტიკვერიტის მაღაზია... ამიტომ, ხომ არ ჯობია კარგი გამოძიება დაიწყოს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებაც და გაირკვეს მტყუან-მართალი?"– წერს გიორგი ფოფხაძე.
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно