ხვალიდან აფხაზეთში დენის მიწოდება გრაფიკით განხორციელდება


     „ენგურჰესის" დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, ხვალიდან აფხაზეთში დენის მიწოდება მომხმარებლებისთვის გრაფიკით განხორციელდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.

     „წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი. ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე და შემოდინებაზე. რაც შეეხება აფხაზეთს, ხვალიდან გეგმავენ შეზღუდვებს. იმპორტის თემაზეც მუშაობენ, ჯერ არ ვიცი რამდენად შეძლებენ. მაგრამ შეზღუდვები ნამდვილად იქნება. დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ.სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში", – განაცხადა მებონიამ.

     ზამთრის თვეებში აფხაზეთის ენერგომომარაგება განსაკუთრებით იზრდება. შედეგად, „ენგურჰესზე" გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად რეგიონს მიეწოდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно