რომელ დევნაზე მესაუბრებით თქვენ? ეს არის პოლიტიკური შეფასება– ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსოლანში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. 

     ესპანეთში მცხოვრები ქართველების თქმით, დავით ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ქართველებს თავშესაფარი არ უნდა მისცენ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაკავებები. 

     საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს. 

    „საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის ძალიან ბევრმა სახელმწიფომ. ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით თქვენ? ეს არის პოლიტიკური შეფასება. სამუშაო ადგილები ქვეყანაში იქმნება, სამწუხაროდ არ იქმნება  იმ ტემპებით, რაც საჭიროა და ჩვენი მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ინკლუზიური ზრდა. ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს,"-განაცხადა პრემიერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно