რუსმა ოკუპანტებმა სოფელ შამგონადან მამაკაცი გაიტაცეს


    რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. „კურიერის" ინფორმაციით, გელა როსტობაია ოკუპანტებმა სოფელ შამგონაში თევზაობის დროს დააკავეს.

    მამაკაცს, სავარაუდოდ, გალში გადაიყვანენ.

    გელა როსტობაიას, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

    „შამგონაში ადამიანი თევზაობდა და გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა. გელა როსტობაია გალის მიმართულებით წაიყვანეს. ახლა შტაბშია გადაყვანილი, შემდგომ გალში წაიყვანენ," - განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ „კურიერს" სატელეფონო საუბრის დროს. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: rustavi 2