დღეს ვიწყებთ კრწანისის ტყე–პარკის აღდგენას, როლითაც იამაყებს მომავალი თაობები – ბახტაძე


     დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები, ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენასა და განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     მისი თქმით, ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გაშენდება მცენარეები წითელი ნუსხიდან.

     „ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში. ამავე დროს აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია. ეს იყო რეკრეაციული სივრცე, რომელიც აკავშირებდა თბილისსა და რუსთავს და ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება", – განაცხადა პრემიერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно