,,აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობის შევსება უნდა მოხდეს უცხოური კადრებით"- ქობულია


     ჩვენ გვაქვს 700 000 ჰა მიწა, რომელიც არ არის რეგისტრირებული,  „არავინ იცის, ვისია, რა ზომის არის, რა არის. ეს სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა დავარეგისტრიროთ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დეპუტატთა ნაწილთან შეხვედრაზე განაცხადა.

     მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა კვალიფიკაციის უზარმაზარი ნაკლებობა.

     ,,აგრონომებისა და ვეტერინარების ნაკლებობის შევსება უნდა მოხდეს უცხოური კადრებით, სანამ ჩვენსას არ შევქმნით. უნდა გამოვყოთ ამაზე თანხა და ჩავსვათ ეს აგრონომი და ვეტერინარი იმ რეგიონებში, სადაც საჭიროა. ამაზე კაი საქმეში ჩვენ ფულს ვერ დავხარჯავთ. რომ ველოდოთ, სანამ ჩვენსას განვავითარებთ, კიდევ ხუთი წელი გავა და ხუთი წლის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე საკითხს", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно