სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა იდლიბის რეგიონში ამბოხებულების ტერიტორია დაბომბეს


     სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა იდლიბის რეგიონში ამბოხებულების ტერიტორია დაბომბეს და თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტს თავს დაესხნენ.

     თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის არმიამ იდლიბის რეგიონის დეესკალაციის ზონაში არსებულ თურქულ სადამკვირვებლო პუნქტს ნაღმმტყორცნიდან 35 ჭურვი ესროლა, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიჭრა, აღჭურვილობა და ნაგებობა დაზიანდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა იდლიბის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებხატ ალ-ნუსრას" პოზიციები დაბომბა.

     რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმისთვის კოორდინატები მოსკოვს თურქეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადასცა, რაც „ჯებხატ ალ-ნუსრას" მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავდ, თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე მიიტანეს იერიში. იდლიბის პროვინციას თურქეთისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები აკონტროლებენ. რეგიონში აქტიურია „ჯებხატ ალ-ნუსრა" და რამდენიმე რადიკალური დაჯგუფება.


скачать dle 11.0фильмы бесплатно