სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებზე სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის


     სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის.

    ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ შსს-თან განაცხადა, სადაც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი ჰყავდათ დაკავებული.

    „სახალხო დამცველის აპარატისთვის დილით გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გახლდათ დაკავებული და ის იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შენობაში, ორთაჭალაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით და გვენახა ჟურნალისტი, თუმცა მოსულებს აღარ დაგვხვდა. ის უკვე გათავისუფლებული იყო, მაგრამ მოვინახულეთ ამ შენობაში დაკავებული სხვა 23 ადამიანი.

     სახალხო დამცველის აპარატი ყველა იმ საქმეს და ინდივიდუალურ ფაქტს, რომელიც ჩვენთვის გახდება ცნობილი შეისწავლის და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჟურნალისტების დაკავებების და მათ წინააღმდეგ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტებს”, – განაცხადა თამარ გვარამაძემ.

    საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დღეს, გამთენიისას დააკავეს. მან შსს-ს შენობა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, დატოვა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv