სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მტკიცებით ტატუნაშვილს წამების კვალი არ აღენიშნება


      სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ინალ ტეხოვი, რომელმაც, საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გაკვეთა, ყვება რომ ტატუნაშვილს წამების კვალი არ ეტყობა, ამის დასტურად ცხედარს ფოტოები პირადად გადაუღო, თუმცა ის, როგორც მტკიცებულება მედიისთვის არ უჩვენებია.

      ,,ცხედრის კვლევისას აღმოვაჩინე ლაქები და სისხლჩაქცევები ზურგისა და სხეული ქვედა ნაწილში. შინაგან ორგანოებს ტრავმის ნიშნები არ აღენიშნება. ყველა ორგანო მთელია. თავის ქალა მთელია, თავის ტვინი დაზიანებული არ არის. გულის შესწავლისას აღმოჩენილ იქნა იშემიისა და გულის უკმარისობის ნიშნები, რაც ალბათ, გახდა კიდეც მისი გარდაცვალების მიზეზი ” – თქვა ტეხოვმა.

     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно