,,გარწმუნებთ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს კითხვის ნიშანი ჩვენი ისტორიის შესახებ"– მამუკა ბახტაძე


    ,,გარწმუნებთ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს კითხვის ნიშანი ჩვენი ისტორიის შესახებ"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

     მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე მსგავსი დასკვნები ახალი არ არის, მაგრამ მთავარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცივილიზებულმა სამყარომ იცის რა არის რეალობა. 

     „სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის ჩვენ მსგავსი დასკვნები, რომელიც ძალიან ხშირად ეყრდნობა არასწორ ფაქტებს, მათ შორის არასწორ ინტერპრეტაციას. ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის ძალიან ნათელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სამყაროსთან, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინფორმირებული თითოეული ნიუანსის შესახებ, მათ შორის ისტორიის შესახებ. გარწმუნებთ, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს კითხვის ნიშანი ჩვენი ისტორიის შესახებ,"-განაცხადა პრემიერმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно