,,იმედია ჩვენი მოქალაქეები გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრებას გაგებით მოეკიდებიან"–კვირიკაშვილი


     "იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რამდენჯერმე სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და ჩადიან დანაშაულს, ჩვენ ვამკაცრებთ გვარის შეცვლის პროცედურას"– ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

     პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ცვლილებას მოქალაქეები გაგებით შეხვდებიან. 

     „დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს.
 
     სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც რამდენჯერმე სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზოს მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно