მშვიდობა არის ის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის - გახარია


     სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა 26 წლის წინანდელი 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ დღედ შეაფასა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ისტორიის ის ნაწილი, რომელზეც საქართველომ მომავალი უნდა შექმნას და ამ მომავლის შექმნაში მონაწილეობა უნდა მიიღონ აფხაზებმაც:

     „ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ,რომ ომი არ არის გამოსავალი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно