ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, გაანადგუროს თურქეთის ეკონომიკა - ტრამპი


     ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს შეეხოთ.

    "თურქეთის მიერ სახიფათო და დესტრუქციული გზის გაგრძელების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, გაანადგუროს თურქეთის ეკონომიკა," – კიდევ ერთხელ დაწერა ტრამპმა. მანამდე ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც თეთრმა სახლმა ანკარას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

     ამერიკის ​ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განმარტებით, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს.

    "ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის მწვანე შუქი არ აუნთია. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აუხსნა თავისი პოზიცია ერდოღანს და მასზე სერიოზული ზეწოლა მოახდინა შეწყვიტოს ცეცხლი. ტრამპს სურს დაუსრულებელი ომები დაასრულოს - ეს მისი პრიორიტეტია. თეთრი სახლის ძალადობას მხარს არ უჭერს, მათ შორის არც თურქეთ-სირიის საზღვარზე,"- განაცხადა მაიკლ პენსიმ.

    ტრამპის განცხადებითვე, ამერიკული ჯარი რეგიონში დარჩება რათა პროცესებს დააკვირდეს. 

    "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა პარტნიორებმა "ისლამური სახელმწიფოსგან" ტერიტორია 100 პროცენტით გაათავისუფლეს. თურქეთმა ამ მიღწევას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. თურქეთის პრიორიტეტი უნდა იყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების. რადგანაც აშშ-ის არმიამ "ისლამური სახალიფო" გაანადგურა და სირიიდან გამოდის, ახლა ისევ განთავსდება და დარჩება რეგიონში და დააკვირდება ვითარებას, ასევე პრევენციას მოახდენს, რათა არ განმეორდეს 2014 წლის მსგავსი მოვლენები, როდესაც "ისლამური სახალიფოს" საფრთხე სირიასა და ერაყში გავრცელდა,"- განაცხადა ტრამპმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/144235